აქტუალური
მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის - ელმარ ბროკი

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან პირველი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და სხვადასხვა ფრაქციის ლიდერებს გაესაუბრა.

 ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 2 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობს. ასევე შეხვდება საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკ.

 „განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, პროგრესს საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური სიტუაციის განვითარება, რეფორმების პროგრამების განხორციელება. ასევე ვილაპარაკებთ ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებაზე. მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით კი ურთიერთობის ისეთი ეტაპისთვის, როგორიც დღეს საქართველოსთან გვაქვს. ვისაუბრებთ იმის შესახებაც, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ელმარ ბროკმა.