უცხოეთი
იუნკერი: ევროკავშირმა რუსეთი თანასწორ პარტნიორად უნდა აღიქვას

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპამ რუსეთთან პარტნიორული ურთოიერთობა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც დადგენილ ჩარჩოებს სცდება. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, ამ ეტაპზე სანქციების გაუქმება შეუძლებელია, თუმცა ევროკავშირმა რუსეთი თანასწორ პარტნიორად უნდა აღიქვას და დიალოგიც ამ პრონციპით უნდა აწარმოოს. ევროკომისიის ხელმძღვანელი არ დაეთანხმა ბარაკ ობამას პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, რომელმაც რუსეთს რეგიონული სამხედრო ზე-სახელმწიფო უწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასება მცდარია.

 ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ რუსეთი ტერიტორიულად ევროპაზე სამჯერ დიდი ქვეყანაა და მის გარეშე ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.