პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა მინისტრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. განახლებული სამთავრობო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 26 ნოემბერს, რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადა, თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.