პუბლიკაციები
აბა, თუ მიხვდებით, რომელი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში “ყველაზე მაგარი”?!

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:

 “ყოჩაღ, პარტია “მრეწველები”!

 პარლამენტში ვერ შევიდნენ, მაგრამ ფრაქცია მაინც შექმნეს”! აბა, თუ მიხვდებით, რომელი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში “ყველაზე მაგარი”?! რა თქმა უნდა, რომ თოფაძის “მრეწველები”!.. ალბათ, იკითხავთ თუ რატომ, მათ ხომ 5% – იანი ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში ვერ მოხვდნენ? მართალიც იქნებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ “მრეწველებმა”, მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიული ხმების მხოლოდ – 0,78% (13788 ხმა) დააგროვეს, მათ ახალ პარლამენტში 6 კაციანი ფრაქცია მაინც შექმნეს, ხაშურის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული სიმონ ნოზაძის წყალობით, რომელიც “მრეწველთა” სახელით მონაწილეობდა არჩევნებში.

 “საინტერესოა” რა არის იცით, რომ “ქართული ოცნების” კვოტით გასულმა 5 დეპუტატმა “გამრეწველება” ისურვა და პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” დარეგისტრირდა!.. ყოჩაღ, პარტია “მრეწველები”, პარლამენტში ვერ შევიდნენ, მაგრამ ფრაქცია მაინც შექმნეს”!..

 P.S. ეტყობა, ასეთი “პოლიტიკური ფოკუსები”, ბლომად იქნება ახალ პარლამენტში!..