საზოგადოება
„სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა: დაახლოება თუ დისტანცირება?“

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. 24 ნოემბერს PMC კვლევითმა ცენტრმა კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად ჩაატარა კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა თემაზე – სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა: დაახლოება თუ დისტანცირება?“. ღონისძიება ჩატარდა კონრად ადენაუერის ფონდის ოფისში.  

 “სომხეთის გადაწყვეტილებამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ გაათავისუფლა კავშირის წევრი ქვეყნები დამატებითი ღირებულების გადასახადისა (დღგ) და აქციზისგან, რითაც ქართული ბიზნესი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა და დაირღვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სომხეთ-საქართველოს შორის. ამ ცვლილებებმა უკვე გამოიწვია ეკონომიკური დანაკარგები საქართველოში. მაგალითისთვის, 2015 წელს საქართველოდან სომხეთში მანქანების ექსპორტი შემცირდა 60%-ით 2013 წელთან შედარებით”,-  განმარტა, კერძოდ, PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა შუშანიკ საფარიანმა