სამართალი
დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

 ბრალდებულებმა 2016 წლის 23 ნოემბერს საბაჟო-გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც საფულესა და  ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია  ნივთმტკიცების სახით.