აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი: ტექდათვალიერება მოსახლეობისთვის მინიმალურად მტკივნეული უნდა იყოს

  საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი არა თავისი სტიქიური განვითარებით, არამედ იმით, რაც გეგმურ, მდგრად განვითარებას გულისხმობს, რომელიც გულისხმობს მწვანე სივრცეების, დასასვენებელი ზონებისა და ადამიანებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 როგორც მან  აღნიშნა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართებს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმით, იგეგმება გარკვეული ზომების გატარება, მათ შორის ტექდათვალიერების შემოღება.

 „ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ზომების გატარებას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება, გაუმჯობესებული სტანდარტები ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, თანდათანობითი დანერგვა, რათა ეს იყოს მინიმალურად მტკივნეული მოსახლეობისთვის. დამეთანხმებით, რომ იმ პრაქტიკით, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში, ამის განხორციელება აუცილებელია, რათა ცხოვრების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში გავაუმჯობესოთ”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.