აქტუალური
აშშ–ის ინტერესები საქართველოში რისკის ქვეშაა - დონალდ რამსფელდი

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა უოლსტრი ჯორნალი” აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი აშშ–ის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდია, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ადგილი ნატოშია. ავტორი აღნიშნავს, რომ უნდა გაუქმდეს ბარიერები საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყანამ დაუყოვნებლივ მიიღოს ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

 “რუსეთის დივერსიული ქმედებები საქართველოს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, 2008 წელს ქვეყანაში შემოჭრის შემდეგ რუსეთის არმიას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, - წერს რამსფელდი.

 ავტორი შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში ნატოს უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.