აქტუალური
ფრანც კლინცევიჩი: უახლოეს მომავალში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა იქნება

  საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფრანც კლინცევიჩმა ახალი ამბების ეროვნულ სამსახურთან საუბრისას გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ არ ცნობს  რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმების კანონიერებას და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

 "უახლოეს მომავალში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა იქნება და დღეს ამ... არ მინდა, არანორმატიული ლექსიკა გამოვიყენო... ვაი-პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ყველა უნდა მოიკაკვოს და რასაც ეტყვიან, ის გააკეთოს. ასე არ მოვიქცევით და იმას გავაკეთებთ, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. რუსეთის საზღვარსაც, აფხაზეთთან სამხედრო კავშირიდან გამომდინარე, ნორმალურად გავამაგრებთ ამ სამხედრო კავშირით. და ყველაფერი გაკეთდება საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში", - აღნიშნა ფრანც კლინცევიჩმა.