აქტუალური
ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ნოდარ ჯავახიშვილს კი - ზურაბ ალავიძე

  საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ნოდარ ჯავახიშვილი და ნოდარ ხადური ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან.

 ნოდარ ჯავახიშვილს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის, ხოლო ნოდარ ხადურს - დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კი გიორგი გახარია იქნება.

 ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნება, ნოდარ ხადური კი კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს.