აქტუალური
გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ადასტურებს, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე გენერალ ვახტანგ კაპანაძეს გენერალივლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

 ამის შესახებ იზორიამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვახტანგ კაპანაძეს გენერალური შატბის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

 ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უწინ უკვე ასრულდებდა საქართველოს სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოვალეობას, იგი იყო ავღანეთში ქართული კონტინგენტის პირველი ტალღის შემადგენლობაში, სადაც შემდგომ მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ნატოს „ISAF“-ის ოპერაციების სარდლობაში