აქტუალური
გენშტაბის ექს-ხელმძღვანელი ნატოში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ვახტანგ კაპანაძე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის, მუშაობას ნატოში გააგრძელებს.

 ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

 ამასთან, ინფორმაცია ვახტანგ კაპანაძის ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.

 ვახტანგ კაპანაძეს გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე ვადა ეწურება.

 "მე ვარ სამხედრო მოსამსახურე და გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურში ყოფნას. არის შემოთავაზება, რომ ნატოში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად წავიდე. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ", - განაცხადა კაპანაძემ და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.