სამართალი
შსს-მ 224 აბი სუბუტექსი ამოიღო

  საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი . . ბათუმში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 224 აბი სუბუტექსი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.