საზოგადოება
UNICEF: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს!

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი.  სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, - ნათქვამია "იუნისეფის" ახალ კვლევაში.

 კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

 "საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში, სოციალური ტარიფების, განსაკუთრებით კი პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით", - აღნიშნა ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადმა.

 კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მცხოვრები 4 533 ოჯახის გამოკითხვა ჩაატარა.