პოლიტიკა
ბრიჯიტ ბრინკი - საქართველოს პარლამენტის სპიკერ კობახიძესთან, მის გუნდთან მქონდა ძალიან ღია, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 "უპირველ ყოვლისა, მე მივულოცე ირაკლი კობახიძეს სპიკერის თანამდებობის დაკავება, ხოლოქართულ ოცნებას”  - არჩევნებში გამარჯვება. მე აღვნიშნე, რომ ეს საქრთველოს წინსლის გაგრძელებისთვის დიდი შესაძლებლობა და დიდი პასუხისმგებლობაცაა. მე ვთქვი, რომ ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენი რეკომენდაციები იქნება ოპოზიციასთან ერთად სტრატეგიული ნაციონალური ინტერსის სფეროებზე ფოკუსირება, საკანონმდებლო დღის წესრიგის გაგრძელება", - აღნიშნა ბრინკმა.

 ამასთან, მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება, რაც შეიძლება ინკლუზიურად უნდა ჩატარდეს.

 “მოხარული ვარ, რომ სპიკერთან და ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, იმუშაონ ინკლუზიურად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული ჩვენი ერთობლივი ინტერესის მხარდასაჭერად", - განაცხადა  ბრიჯიტ ბრინკმა.