აქტუალური
გიორგი ბარათაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ სამეურვეო საბჭოს მიმართა

  საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელზე კანცელარიაში უკვე შეიტანა.

ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.

პროცედურულად, მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო გენდირექტორის განცხადებას დააკმაყოფილებს, 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე.

მსურველებს განაცხადებისთვის 30 კალენდარული დღე აქვთ, რომლის ამოწურვის შემდეგ საბჭომ 3 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს კანდიდატთა სია და ერთკვირიან ვადაში მაუწყებლის ახალი დირექტორი შეარჩიოს.