აქტუალური
მარგველაშვილმა პოლიტიკურ ძალებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე დიალოგის აღდგენა შესთავაზა

   საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

 „ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის გაუგებარი იყო. გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 18 ნოემბერს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.