აქტუალური
საჰაერო ძალების სარდალი და შტაბის უფროსი თანამდებობებს დროებით ტოვებენ

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი.  საჰაერო ძალების სარდალმა და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დროებით ტოვებენ თანამდებობებს, მანამდე, ვიდრე მოკვლევა არ დასრულდება.

 როგორც ბრიფინგზე ითქვა, საჰაერო ძალებისა და მათ მიმართ მიზანმიმართულად ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა მედია საშუალებაში – რომ ისინი თითქოსდა სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მომხრეები იყვნენ და ამიტომ პირად შემადგენლობაზე ზეწოლას ახდენდნენ არჩევნების პერიოდში, ასევე პროფესიული ნიშნით თანამდებობებისთვის შეუფერებელი იყვნენ.

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა,თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენშტაბის უფროსის მოადგილის ჩაჩიბაიას წარდგენით, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ზემოთ მითითებულ თანამდებობებზე დანიშნა.