აქტუალური
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 21 ნოემბერს გახდება ცნობილი

   საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობის ადმინისტრაცია მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტში სწორედ 21 ნოემბერს გადააგზავნის.

ამასთან, მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილია. არსებული ინფორმაციით,  ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადგილს გიორგი გახარია დაიკავებს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში იქნება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თანამდებობას დაიკავებს. დავით ბაქრაძე კი, როგორც ცნობილია, აშშ-ში ელჩად განაგრძობს მუშაობას.