აქტუალური
შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი იზორიას საკადრო გადაწყვეტილებას აპროტესტებს

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ლევან იზორიას უწყება მორიგ სკანდალში ეხვევა. პროტესტი ამჯერად მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებას მოჰყვა.

 შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ), სადაც სკანდალურ ფაქტებზე ყვება.

 ვიდეოს ავტორი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნას აპროტესტებს.

 ის ირწმუნება, რომ ყოფილი და ახლა კვლავ მოქმედი მაღალჩინოსნები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჯარისკაცებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახდენდნენ.