სამართალი
შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს.
 დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა.
 კ.ჩ-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1 და მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ჯგუფის მიერ პროფესიულ თაღლითობას გულისხმობს.
 ამჟამად დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული  წინასაექსტრადიციო პროცედურები.