პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის კომენტარი ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით

  საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი.

 „ყურადღება მივაქციეთ ნატო-საქართველოს მორიგ სამხედრო მანევრებს, რომლებშიც 13 ქვეყნის 250-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე ამ ტიპის მრავალეროვნული წვრთნაა საქართველოს ტერიტორიაზე - მაისში ჩატარებული Noble Partner-ის და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ. მიმდინარეობს ნატოს სტანდარტების მიხედვით საქართველოს შეიარაღებული ძალების ინტენსიური ოპერატიული მომზადების მასშტაბების გეგმაზომიერი გაზრდა ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების  აქტიური ჩართვით.

 ამგვარ აქტივობაში რუსეთი სერიოზულ საფრთხეს ხედავს რეგოინში მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. საქართველოს სხვა მეზობლებმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ამის გამო. ყველას გვახსოვს, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებულმა დაპირებებმა ნატოს წევრობის თაობაზე როგორ უბიძგა თბილისს, 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივად თავს დასხმოდა რუსეთის მშვიდობისმყოფელებს და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას.

 ნატოში არ მალავენ, რომ ამჟამინდელი სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება, როგორც რუსეთის „შემაკავებელი“ პოლიტიკის ნაწილი. როლი, რომელსაც საქართველო კისრულობს მოცემულ კონტექსტში, ართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაჯანსაღების პოზიტიურ პროცესს“.