უცხოეთი
დონალდ ტრამპმა კატეგორიული უარი თქვა პარაშენკოსთან შეხვედრაზე

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ექსხელმძღვანელმა ნიკოლაი მალომუჟმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრინციპულად გააუქმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა პოლ მანაფორტთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.

 მალომუჟმა აღნიშნა: „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მოქმედებები მანაფორტის წინააღმდეგ, რომელიც ყველა პრეზიდენტისა და პოლიტიკოსის მრჩეველი იყო, ეს კაცი ფულს გამოიმუშავებდა, ჩვენ კი ვთქვით, რომ ის „მტერია“ და ა.შ., იმიტომ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის მოქმედებებზე ძალიან ნეგატიური რეაქციაა, ტრამპის გუნდმა პრინციპულად უარი განაცხადა ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა მალომუჟმა და დასძინა, რომ პოროშენკოსა და ტრამპის შეხვედრა შეუძლებელია თებერვალშიც, იმიტომ, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ამერიკელებს გულზე არ ეხატებათ.