საზოგადოება
„ქართული ოცნება“ ორი დარჩენილი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობის თაობაზეც ჩამოყალიბდა

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. განისაზღვრა ორი ბოლო საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობაც (დანარჩენი 13 კომიტეტის ხელმძღვანელთა შესახებ საქინფორმი უკვე იტყობინებოდა). პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს.

 კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი რატი იონათამიშვილი იქნება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელის, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.