რელიგია
ჯვარდაუწერელ წყვილებს საპატრიარქო საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობას სთავაზობს

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

 „საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულიჩოხოსანთა საზოგადოებისორგანიზებით, დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერები, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

 ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლაეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.

 აღნიშნული ეხებათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ სხვა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი.

 ქორწინების საიდუმლოება ძალიან ღრმაა და უმნიშვნელოვანესი ადამიანის ცხოვრებაში. ჯვრისწერით წყვილი გამოხატავს მზაობას გაერთიანდნენ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში და ერთობით ისწრაფვონ სასუფევლისაკენ.

 ღმერთის შეწევნა არ მოაკლდეთ ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს”, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.