აქტუალური
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს

  საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც პრესსამსახურმა 14 ნოემბერს გვაცნობა, პუტინმა თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან „თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემის და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით“ პარტნიორული ურთიერთობისთვის მზადყოფნა გამოხატა.

 პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა „მეტისმეტად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია“ და სურვილი გამოთქვეს ერთობლივად, აქტიურად იმუშაონ მისი ნორმალიზაციისათვის და „საკითხთა ფართო წრის გადასაყვანად კონსტრუქიული ურთიერთქმედების კალაპოტში“, კერძოდ, „ორმხრივი ურთიერთობისათვის საიმედო საფუძვლის შესაქმნელად სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტის განვითარების გზით“.

 მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება „ნომერ პირველ საერთო მტერთან - საერთაშორისო ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან“ ბრძოლაში. „ამასთან დაკავშირებით იმსჯელეს სირიაში კრიზისის დარეგულირების საკითხებზე“, - დააზუსტეს კრემლში.

 პუტინმა და ტრამპმა მოილაპარაკეს, რომ განაგრძონ სატელეფონო კონტაქტი და პერსპექტივაში პირადადაც შეხვდნენ.

 12 ნოემბერს ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ტელეფონით საუბარს პუტინთან, რომლისგანაც „შესანიშნავი მისალოცი წერილი მიიღო“