საზოგადოება
„ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნული ცენტრი“ ვეტერანებს შეღავათიანად უმკურნალებს

  საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და კლინიკის დირექტორმა ზაზა ავალიანმა მოაწერეს.  მემორანდუმის მიზანი ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით სარგებლობის უზრუნველყოფაა. სამომავლოდ საზოგადოებისა და ვეტერანების უკეთ ინფორმირებულობისათვის  ერთობლივი პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

 „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის, ამბულატორიულ, სტაციონარულ კვლევებსა და მკურნალობას. ვეტერანები და მათი ოჯახი წევრები ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ფუნქციურ კვლევებზე, ასევე ექიმის კონსულტაციაზე 10-დან 20%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, პაციენტს ეძლევა 5%-იანი ფასდაკლება მისი გადასახდელი წილიდან.

 კლინიკის მისამართია: თბილისი, აჭარის ქ. 8