უცხოეთი
ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე შერჩეული კანდიდატით აშშ გააოგნა

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. 9 ნოემბერს აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა დონალდ ტრამპმა ამერიკელთა უმრავლესობა სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატის შერჩევით გააოგნა. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელის ფავორიტად რესპუბლიკური პარტიის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი იქცა – წერს ამერიკული მედია.

 მის გარდა, არის კიდევ ორი პრეტენდენტი – აშშ–ის ყოფილი ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ბობ კორკერი. ამასთან, პირველი კანდიდატი ქვეყნის გენპროკურორის პოსტზეც განიხილება.

 ნიუტ გინგრიჩი აშკარად გამოხატული მემარჯვენე–კონსერვატიული პოზიციის პოლიტიკოსია. უწინ ის აბორტის, ჰომოსექსუალური ქორწინებების და არალეგალური მიგრაციის აკრძალვის მომხრე იყო.