უცხოეთი
არაჩვეულებრივი შეხვედრა: ობამა და ტრამპი საათ–ნახევარი საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. თეთრ სახლში ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მოქმედი და ახალარჩეული პრეზიდენტებისთვის კითხვების დასმა სცადეს.

 ბარაკ ობამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებზე პასუხი გათვალისწინებული არ იყო.

 შემდე კი, ობამა ტრამპს მიუბრუნდადა რჩევით მიმართა: "ერთი კარგი წესია აქ: არ უპასუხო კითხვებს, როდესაც ისინი ყვირილს იწყებენ".

 აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის დიდი პატივია თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრა.

 თავის მხრივ ბარაკ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო.

 მისი თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.

 როგორც ობამა აცხადებს,  მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

 "ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს", - აღნიშნა ობამამ.

 ტრამპმა კი განაცხადა, რომ  არ ელოდა, თუ  შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდებოდა.

 ტრამპის თქმით, "მრავალი სხვადასხვა საკითხი განიხილეს, ზოგი შესანიშნავი, ზოგი  - რთული".

 შეხვედრის დასასრულს დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას კარგი კაცი უწოდა. 

 თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპის მეუღლეს კი მიშელ ობამამ უმასპინძლა.