აქტუალური
სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნატოს წვრთნები საქართველოში რევანშისტული განწყობების პროვოცირებას ახდენს

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს წვრთნები საქართველოში უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში შედარებით სტაბილურობაზე და რევანშისტული  განწყობების პროვოცირებას ახდენს, - განაცხადეს ხუთშაბათს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. "ქართველი პოლიტიკოსების აგრესიული განცხადებების ფონზე საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წვრთნების ჩატარება ფასდება, როგორც მორიგი დესტრუქციული ქმედება ვითარების დასაძაბავად, რადგან მათში ჩართული ჯარის და ტექნიკის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და რა არგუმენტიც უნდა მოიყვანონ, მეტად ნეგატიურად ზემოქმედებს შედარებით სტაბილურობაზე რეგიონში", - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

 დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთი ადრე მიუთითებდა აშშ-ის და ნატოს დახმარებით საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდის სახიფათო შედეგებზე. "წვრთნები "ნატო-საქართველო 2016" თვალსაჩინო დემონსტრაციაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროვოკაციული კურსისა - უსიტყვოდ დაუჭიროს მხარი საქართველოს რევანშისტულ პოლიტიკას და შეგნებულად შეარყიოს ვითარება ამიერკავკასიის რეგიონში", - ხაზი გაუსვეს უწყებაში.