პოლიტიკა
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

  საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 18 ნოემბერს გაიმართება.

 მანამდე კი, კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, საკანონმდებლო ორგანოს პირველ სხდომას კი საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს.

 ახალი მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

 პირველსავე სხდომაზე აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, რომელიც ირაკლი კობახიძე იქნება, ასევე გადანაწილდება სხვა საპარლამენტო თანამდებობებიც.

 ამასთან,  პირველივე საკითხი, რომელზეც პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა.  ამის შემდეგ დაიწყება ახალი მთავრობის ფორმირებაზე მუშაობა.