საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინელი პოლიტიკოსები უწინ მკვეთრი და შეურაცხმყოფელი ფორმით აკეთებდნენ განცხადებებს აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის მისამართით.
კერძოდ, უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა 31 ივლისს რესპუბლიკელს სახიფათო მარგინალი უწოდა. „პუტინის დიქტატურის წამაქეზებელ მარგინალს არ შეუძლია იყოს აშშ–სა და მსოფლიოში დემოკრატიული თავისუფლებების გარანტი“, – აღნიშნა მან.
იმავე დღეს უკრაინის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ტრამპი იმაში დაადანაშაულა, რომ ის გამოწვევას უკეთებს მთელ თავისუფალ მსოფლიოს, ცივილიზებულ წესრიგსა და საერთაშორისო სამართალს. „ეს დანაშაულია ეთნიკური და ცივილიზაციური პრინციპების წინააღმდეგ. ამერიკელები იმსახურებენ პასუხისმგებლიან და ჭკვიან პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსადალს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
თავის მხრივ, რადის დეპუტატმა „პეტრო პოროშენკოს ბლოკიდან“ ვლადიმერ არიევმა ტრამპს პოპულისტი უწოდა. მისი კოლეგა ვადიმ დენისენკო კი ამბობდა, რომ ტრამპი „იდიოტია, რომელიც იმას ამბობს, რაც პირზე მოადგება, რაღთა მასების განწყობა გამოიცნოს“. უკრაინელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზად იქცა რესპუბლიკელის სიტყვები იმის შესახებ, რომ ყირიმელ ხალხს რუსეთის ნაწილად ყოფნა სურს.