საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების აბსოლუტურ უმრავლესობას (60%) აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს. ამასთან, ამერიკელების თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ მთლიანად უნდა გადავიდნენ სისტემაზე „ერთიადამიანი — ერთი ხმა“. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS UK — მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.
კითხვაზე, „თანახმა ხართ თუ არა აშშ-ში მოქმედი კენჭისყრის სისტემის“ ამერიკელთა 15%-მა უპასუხა, რომ მათ სურთ კენჭისყრის ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელიც საკუთარ თავში მოქმედ სისტემასა და სისტემა „ერთი ადამიანი —ერთი ხმა“ გააერთიანებს. მხოლოდ ამერიკელთა 22% მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა არ უნდა შეიცვალოს, 16%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს და რესპონდენტების 2%-მა პასუხების სხვა ვარიანტები დაასახელეს.
აშშ-ის პრეზიდენტი კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელშიც 538 ამომრჩეველი შედის. თითოეული შტატიდან ამომრჩეველთა რაოდენობა აშშ-ის კონგრესის პალატის სენატორებისა და დეპუტატების რაოდენობის თანაბარია, რომელიც თითოეული შტატიდან არჩევას ექვემდებარება. ამ რიცხვში შედის სამი ამომრჩეველი კოლუმბიიდან. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს.
გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის კვლევითმა კომპანია TNS UK IFop-მა 3-დან 7 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 64-წლამდე ასაკის 1012-მა რესპონდენტმა. გამოკითხვაში მონაწილეები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.