აქტუალური
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთი ევროკავშირს სულ უფრო შორდება, - ამის შესახებ ევროკომიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, თუ თურქეთი ვიზალიბერალიზაცის არ მიიღებს, ეს მისი პრეზიდენტის, რეჯებ თიპ ერდოღანის ბრალი იქნება.

 “თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ თურქეთს უარს ვეტყვით უვიზო რეჟიმზე, ამაზე პასუხისმგებლობა თურქეთის ხელისუფლებას დაეკისრება და არა ევროკავშირს. ბატონ ერდოღან მოუწევს, აუხსნას საკუთარ მოქალაქეებს, თუ რატომ არ შეუძლიათ დანარჩენი ევროპელებისგან განსხვავებით ევროპაში თავისუფლად გამგზავრება”- განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ანკარას მიგრაციის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაცია მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა თურქეთის ანტიტერორისტული კანონის ირგვლივ არსებული უთანხმოებების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ანტიტერორისტული კანონის შეცვლა ვიზელიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერი პუნქტი ითვალისწინებს, რომლის შესრულებაზეც ანკარა უარს აცხადებს.