საზოგადოება
თუ ოპოზიცია გვეტყვის, საჭიროა ხარჯების შემცირება, რათა "სითი პარკს" გადავუხადოთ 25 მილიონი, ჩვენ ამას გავაკეთებთ! - დავით ნარმანია

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას “სითი პარკის” გაუქმებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი ეხმაურება. დავით ნარმანია ამ ეტაპისთვის “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტას წარმოუდგენლად მიიჩნევს.

 „თუ ისინი გვეტყვიან, რას მოვაკლოთ ეს თანხები, რომსითი პარკს” გადავუხადოთ 25 მილიონი და ეს გონივრული იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ვშიშობ, რომ 25 მილიონი ლარის ამოღება ერთი წლის განმავლობაში პარკირებიდან იყოს შესაძლებელი, თუ ამ პარკირებას განახორციელებს დედაქალაქი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 „2 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ 62 მილიონი ლარი ამოიღო “სითი პარკმა” ჩვენი ჯიბეებიდან. აქედან 18 მილიონი გადაურიცხა თბილისის მერიას, დანარჩენი - თითქმის 44 მილიონი წაიღო სახლში. არცერთი ავტოსადგომი არ აუშენებია. თბილისის მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი. ამის პირგასამტეხლო უნდა გადავიხადოთ 25 მილიონი და მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს“, - განაცხადა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა.