პოლიტიკა
პარტია “ქართული ოცნება” დონალდ ტრამპს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ვულოცავთ ბატონ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. ასევე ვულოცავთ აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას გამარჯვებას აშშ-ის კონგრესის არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს აკავშირებს 25-წლიანი სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, საქართველო - აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალი ენერგიით გაგრძელდება მშვიდობის, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, კონგრესის ახალ შემადგენლობასთან და ახალ ადმინისტრაციასთან ერთად გავაძლიეროთ და გავაღმავოთ უკვე არსებული წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.