აქტუალური
გენშტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაპანაძეს ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის?

  საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. გენერალ ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება.საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე კაპანაძეს, სავარაუდოდ, მისი პირველი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

 თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ კაპანაძეს უფლებამოსილება ნოემბერში ეწურება, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნება, არ ადასტურებენ.

 გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.