უცხოეთი
რესპუბლიკელები აშშ-ის კონგრესზე კონტროლს ინარჩუნებენ

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკელები აშშ-ის კონგრესზე კონტროლს ინარჩუნებენ, ასეთია ABC News-ისა და Associated Press-ის მონაცემები.

 8 ნოემბერს აშშ-ის მოქალაქეები ქვეყნის 45-ე პრეზიდენტსა და წარმომადგენელთა პალატის ახალ შემადგენლობას ირჩევდნენ, რომელშიც 435 ადგილია. ამას გარდა, აშშ-ის მოსახლეობა 100-ადგილიან სენატში 34 წარმომადგენელს ირჩევდა.

 დემოკრატიული პარტიის წევრებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. ტელეკომპანია ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ში გამართულ არჩევნებში კონგრესის ქვედა პალატაში 435 ადგილიდან მხოლოდ 17 ადგილი იყო სადავო.

 ამჟამინდელი მდგომარეობით, რესპუბლიკელებს  წარმომადგენელთა პალატაში 247 ადგილი აქვთ, რაც პარტიისთვის 1928 წლიდან მაქსიმალური რაოდენობაა. უმრავლესობის მოსაპოვბელად სულ მცირე 218 ადგილია საჭირო.