აქტუალური
იენს სტოლტენბერგი დონალდ ტრამპთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. იენს სტოლტენბერგის განცხადება ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 „ჩვენ უსაფრთხოების ცვალებადი ახალი გარემოს წინაშე ვართ, ჰიბრიდული ომის, კიბერთავდასხმების, ტერორიზმის საფრთხის გათვალისწინებით. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენი ალიანსი ამერიკის უახლოეს მეგობრებს თითქმის 70 წლის განმავლობაში მშვიდობასა და კონფლიქტის პერიოდში აერთიანებდა. ძლიერი ნატო კარგია აშშ-სთვის და ევროპისთვის. ნატო მტკიცედ პასუხობს უსაფრთხოების ახალ ვითარებას. მე მოუთმენლად ველოდები ბატონ ტრამპთან მალე შეხვედრას და ბრიუსელში ნატოს მომავალი წლის სამიტზე მის მასპინძლობას", - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.