სამართალი
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

 რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანისა და გლობალური პრობლემების დარეგულირების გზის პოვნის იმედი გამოთქვა.

 რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინების პრინციპებზე აგებული კონსტრუქციული დიალოგი  ორივე ქვეყნის მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება.