სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა

  საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ექვსი პირი: .., .., .., .., .. და .. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 დაკავებულებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების სხვადასხვა სოფელში გაქურდეს სასურსათო მაღაზიები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი წაიღეს. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნინოწმინდის რაიონში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სოფელ ფოკის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი გაქურდეს, საიდანაც ფული და პლასტიკური ბარათები მოიპარეს.

 პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 ექვსივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.