უცხოეთი
სააკაშვილი მწვადებითა და ცეკვით გააცილეს

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან დეპუტატებმა და ოდესის მცხოვრებლებმა  გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადაყენების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს.

 “მიმაჩნია, რომ დღეს პირველი დღეა, რაც ოდესა ქართველი დამპყრობლებისგან გათავისუფლდა. ამიტომ ახლა უკვე შეგვიძლია ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა ქართულ მხარესთან, ასევე ნორმალურ, კონსტრუქციულ საუბარზე გადასვლა და საქმის კეთება”, - განაცხადა ქალაქის საბჭოს დეპუტატმა დენის გრიგორევმა.

 შენობასთან მისულებს მწავდებითა და ღვინით უმასპინძლდებოდნენ. ამასთან, მოეწყო ცეკვებიც.

მიხეილ სააკაშილის მიღწევებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად აქციის მონაწილეები ცაში საჰაერო ბუშტებს და დათვს გაუშვებენ – როგორც ოდესჩინის ყოფილი გუბერნატორის დიდი იმედების,  მრავალი გაბერილი დაპირებისა და ყალბი პოპულიზმის სიმბოლოებს“, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.