აქტუალური
თბილისში ადვოკატთა სასწავლო ცენტრი გაიხსნა

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. წითელი ლენტი საქართველოს პრეზიდენტმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაჭრეს. სასწავლო ცენტრი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განახლდა.

 „გამოვთქვამ კიდევ ერთხელ ჩემს აღტაცებას თქვენი პროფესიის, იმ უნარის მიმართ, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა მარტო პროფესიული, არამედ მორალური, არა მარტო მორალური, არამედ პიროვნული, რომ დაიცვათ ის, რის დაცვასაც მეც საქართველოს კონსტიტუცია მავალებს. დაიცვათ ადამიანის უფლებები, ყველა ადამიანის უფლება - მიიღოს სამართლიანი სასამართლო“, - ასეთი გაუგებარი და, როგორც ყოველთვის, არეულ–დარეული განცხადება გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრის გახსნაზე.