აქტუალური
რუსთავი 2-ის მფლობელების შეცვლა დამოუკიდებელ მედიას საფრთხეს შეუქმნის! - ანა გომესი

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრებენ. დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგება სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანა გომესი, რომელიც თავის კოლეგებთან ერთად არჩევნების მეორე ტურს ესწრებოდა.

 „საქართველო იქნება ერთ-ერთ ქვეყანა, რომელსაც პრიორიტეტებს მივანიჭებთ არჩევნების შემდგომი პერიოდის შეფასების გათვალისწინებით, რადგან დემოკრატია საჭიროებს არჩევნებს, მაგრამ მხოლოდ არჩევნებში არ არის საქმე. საქმე ეხება იმას, თუ რა ხდება არჩევნებს შორის პერიოდში, როგორ არის დაცული მთავარი პრინციპები, სიტყვის, მედიის თავისუფლება, არის თუ არა ნამდვილი დემოკრატიული პროცესი პარლამენტში და ეს უფრო მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რადგან მკვეთრად შემცირდა საპარლამენტო პარტიების რიცხვი. ეს კი დამატებით პასუხისმგებლობას ანიჭებს მმართველ პარტიას“, - განაცხადა ანა გომესმა.

 “ჩვენ თვალს ვადევნებთ “რუსთავი 2”-ის საქმეს და ევროპარლამენტის წევრებმა საჯაროდ განვაცხადეთ კიდეც, თუ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს “რუსთავი 2”-ის მფლობელების შეცვლისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ის აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს სივრცეს დამოუკიდებელი მედიისთვის", - აღნიშნა გომესმა.