აქტუალური
ერთ დამნაშავეს პარლამენტში მეორე შეცლის! – სოზარ სუბარი

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმასთან დაკავშირებული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა.

 "საქართველოს პარლამენტს არც სანდრა რულოვსის შესვლით შეემატებოდა რამე და არც მისი არ შესვლით დაუკარგავს რამე. თუმცა, რამდენი დამნაშავე ადამიანიც გავა, მეორე შემოვა. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ასეთი არის გიორგი ღვინიაშვილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და შესაბამისი განცხადება ცესკო-ში შეიტანა.