უცხოეთი
აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა

  საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. თბილისის დროით 11:00 საათის მდგომარეობით დონალდ ტრამპმა უკვე დააგროვა ამომრჩეველთა 277 ხმა – 7–ით მეტი არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმებიდან, ჰილარი კლინტონმა კი 215 ხმა.