უცხოეთი
საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტებს ამზადებს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მსახიობმა ალექსანდრ რევვამ, რომლის კლიპშიც მუტია გადაღებული.
„ორნელა მუტი უკვე რუსეთის რეზიდენტია და რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტებს ამზადებს; ამის შესახებ მან ჩვენი ერთობლივი კლიპის – „როგორც ჩელენტანო“ – პრეზენტაციაზე ისაუბრა“, – განაცხადა რევვამ.
კლიპში ორნელა მუტიმ საკუთარი თავი ითამაშა, ხოლო რევვას სცენური გმირი, გულთამპყრობელი არტურ პიროჟკოვი ცნობილ „ჭირვეულ“ იტალიელს ასახიერებს.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ახლახან რუსეთის მოქალაქე ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი გახდა.