უცხოეთი
სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა

  საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გიორგი ლორთქიფანიძე გადადგა.

 „გადავწყვიტე თანამდებობა დავტოვო და ბრძოლის ახალი ეტაპი დავიწყო. მე ხელებს არ ჩამოვუშვებ. არ დავიღლები. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც წინ მიიწევს რამდენიც შეუძლია და რამდენიც საჭიროა. რამდენი უნდა გავაკეთოთ სრული გამარჯვებისთვის , იმისთვის, რომ უკრაინა ამოვიყვანოთ კორუმპირებული ტალახიდან. იმ კორუცფციიდან, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების, მაიდნის მსხვერლთა სისხლით ფულს აგროვებს. კორუფცია, რომელმაც გაყიდა უკრაინის რევოლუციის იდეა და ზოგიერთისთვის ერთადერთი მოტივაციაა - საკუთარი ჯიბის გავსება, კლანის გაძლიერება და უკრაინის გაძარცვა", - განაცხადა სააკაშვილმა.