აქტუალური
საქართველოს ენ–ჯე–ოს სამი ვეშაპი: ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა – საქინფორმი

  საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ მედიას მისი პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია წარუდგინა.

 „ნინო მთელი ამ ხნის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ისეთ საკითხებში, როგორიც არის წინასაარჩევნო სისტემის შექმნა, ანტიკორუფციული გარემოს ფორმირება, გამჭვირვალე სისტემების ფორმირება საქართველოში. შესაბამისად, მისი ცოდნა, გამოცდილება, რეპუტაცია არის პირდაპირ თანხვედრაში აუდიტის სამსახურის მიზნებისა და ამოცანებისათვის. ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიძინა ერთ-ერთი პროფესიონალი კოლეგა, კადრი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას", - განაცხადა თორდიამ.

 თორდიას თქმით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური იყო, ნინო ლომჯარიაც აღარ იყო  არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ამიტომ ამ შესაძლებლობით ისარგებლა და ლომჯარიას მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

 ნინო ლომჯარია 2011 წლიდან “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელ  დირექტორად მუშაობდა, რომელიც საქართველოს არასამთავრობო სექტორის „სამი ვეშაპისგან“ ერთ–ერთს წარმოადგენს. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ათეულში გავიდა და პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდება. ამგვარად, მაღალი სახელმწიფო თანამდებობის გარეშე რჩება მესამე ვეშაპის“ – ენ–ჯე–ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანუ საქართველოში სოროსის ფონდის ფილიალის ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

 როგორც ცნობილია, სამი ზემოთჩამოთვლილი NJO დიდწილად განსაზღვრავს პოლიტიკას საქართველოში და ფინანსდება დასავლეთის ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ, ასევე, უწინდებურად წარმოადგენს საკადრო რეზერვს ხელისუფლების ყველა შტოსთვის. სამი ზემოხსენებული ქალბატონის თავბრუდამხვევი კარიერა, რომლებსაც ტელემაყურებელი ყოველდღე ხედავს ყველა ქართულ ტელეარხზე, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოს დასავლეთელი კურატორების რეკომენდაციები უწინდებურად მორჩილად სრულდება, როგორც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს