საზოგადოება
გაუარესებული კლიმატური პირობების გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 36-ე და 46-ე კილომეტრებზე მოძრაობა შეზღუდულია.
მსგავსი შეზღუდვებია კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე და გომბორის უღელტეხილზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით არ მომდინარეობს, რადგან თოვლს, ამ ეტაპზე გზის სრული პარალიზება არ გამოუწვევია.